საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"საფრანგეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ის, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას გმობს. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - წერია უწყების განცხადებაში.
თბილისში ბოლო 2 კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი, მასშტაბური აქციები იმართება. ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.